მთავარ კონტენტზე გადასვლა

MSP და IT პროვაიდერები

White-label ინჟინერია თქვენი ბრენდის ქვეშ

Co-managed NOC/SOC, L2/L3 ესკალაცია და პროექტული ინჟინერია — თქვენი კლიენტები რჩებიან თქვენთან.

პრობლემა

კლიენტი ითხოვს იმას, რაც გუნდში არ გყავთ

ტენდერში BGP, firewall-ის არქიტექტურა ან ღამის მონიტორინგი წერია — თქვენს გუნდს კი ერთი ინჟინერი აქვს და ის უკვე დატვირთულია. ინჟინრის აყვანა თვეებია და რისკი, ხოლო კონკურენტისთვის კლიენტის გადაბარება — საბოლოო.

  • სპეციალისტი მხოლოდ პერიოდულად გჭირდებათ
  • ღამის ცვლა გუნდს წვავს
  • დიდი პროექტი შიდა რესურსს არ ჰყოფნის
  • კლიენტს სხვის ლოგოს ვერ აჩვენებთ

რას ვაწვდით

White-label ინჟინერია თქვენი ბრენდის ქვეშ

პარტნიორობის მოდელი

რა რჩება თქვენთან, რა გადმოდის ჩვენთან და როგორ ჩანს ეს კლიენტისთვის.

ესკალაციის მატრიცა

severity, საკონტაქტო წერტილები და ის, თუ როდის გვირეკავთ და როდის — თქვენ.

ინსტრუმენტები თქვენი ბრენდის ქვეშ

მონიტორინგი და ანგარიშები თქვენი სახელით — კლიენტი თქვენთან რჩება.

საინჟინრო რესურსი მოთხოვნისამებრ

სერტიფიცირებული ინჟინერი კონკრეტულ პროექტზე, სუბკონტრაქტით და კონფიდენციალურობით.

ანგარიშგება

ინციდენტების, ცვლილებებისა და მდგომარეობის ანგარიში იმ ფორმატით, რომელსაც კლიენტს გადასცემთ.

ცოდნის გადაცემა

დოკუმენტაცია და ტრენინგი თქვენი გუნდისთვის — დამოკიდებულება მიზანი არაა.

არქიტექტურა

არქიტექტურა

  1. 01კლიენტიურთიერთობა თქვენზე გადის
  2. 02თქვენი პირველი ხაზითქვენი ბრენდი და პროცესი
    • Helpdesk
    • Runbooks
  3. 03მონიტორინგითქვენი სახელით, ჩვენი აწყობით
    • Zabbix
    • Prometheus
    • Grafana
    • LibreNMS
  4. 04L2/L3 ესკალაციასერტიფიცირებული ინჟინერი მოთხოვნისამებრ
    • BGP
    • FortiGate
    • Juniper
  5. 05ვალიდაციაცვლილება ჯერ ლაბორატორიაში
    • EVE-NG
    • Rollback test
  6. 06ანგარიშგებათქვენი ფორმატით, თქვენი ლოგოთი
    • Incident report
    • Change log
ესკალაციის გზა — კლიენტი თქვენთან რჩება

საოპერაციო ეკრანები

საოპერაციო ეკრანები

ეს კონკრეტული სისტემები ჯგუფის რეალურ ინფრასტრუქტურაზე მუშაობს — სქრინშოტები დამუშავებულია გამოქვეყნებამდე.

ქსელის რუკა უსადენო ხაზებით — თითოეულ კვანძზე კლიენტების რაოდენობა, CCQ, ხმაურის ფონი, airMAX ხარისხი და ტევადობა, მანძილი და სიხშირე; ჰოსტნეიმები წაშლილია.

ერთი რუკა — MikroTik, Ubiquiti და Cambium ერთად

მცირე და საშუალო ოპერატორის ქსელი იშვიათად ერთვენდორიანია: MikroTik ბირთვში, Ubiquiti უსადენო ხაზებზე, Cambium წვდომაზე. ეს რუკა თითოეულ ხაზზე იმას აჩვენებს, რაზეც ოპერირება დგას — რამდენი უსადენო კლიენტია სექტორზე, CCQ, ხმაურის ფონი, airMAX ხარისხი და ტევადობა, მანძილი, სიხშირე, Rx/Tx და uptime. ანძის კვების კვანძები იმავე რუკაზეა: აკუმულატორის ძაბვა ჩვენთვის ისეთივე მეტრიკაა, როგორც ტრაფიკი — ღამის ჩავარდნების ნახევარი სწორედ იქ იხსნება.

MikroTikUbiquitiCambiumairMAXSNMP
WireGuard Portal-ის ინტერფეისის ადმინისტრირების ეკრანი — peer-ების რაოდენობა და ინტერფეისის პარამეტრები; გასაღებები და მისამართები დაფარულია.

WireGuard Portal — peer-ების ცენტრალიზებული მართვა

WireGuard სწრაფია, მაგრამ ნაგულისხმევად კონფიგურაციის ფაილებით იმართება — და მეოცე peer-ზე ეს უკვე პრობლემაა. პორტალი აძლევს key-ებისა და peer-ების ცენტრალიზებულ მართვას, self-service provisioning-ს და ხილვადობას იმაზე, ვინ არის მიერთებული ახლა. ინტერფეისის მდგომარეობა, MTU, DNS და keepalive ერთ ეკრანზეა.

WireGuardpeer managementself-serviceMikroTik
phpIPAM-ის დაშბორდი — subnet-ების, VLAN-ების და მისამართების აგრეგირებული სტატისტიკა და გამოყენების დიაგრამები.

IPAM — მისამართების სივრცე ერთ სისტემაში

მოქმედი phpIPAM დანერგვა: subnet-ების იერარქია, VLAN დომენები, VRF-ები, მოწყობილობები და ლოკაციები ერთ, ძებნად ბაზაში. საჯაროდ მხოლოდ აგრეგირებული სტატისტიკა რჩება — კლიენტების სახელები, კონკრეტული subnet-ები და ლოკაციები ეკრანზე არ ჩანს და არც უნდა ჩანდეს.

phpIPAMIPv4 / IPv6VLANVRF

შესაძლებლობები

შესაძლებლობები

თითოეული პუნქტი აღნიშნულია: დადასტურებული პროდაქშენ გამოცდილება თუ საინჟინრო შესაძლებლობა.

White-label NOC

Capability

L2/L3 ესკალაცია

Proven

პროექტული ინჟინერია subcontract-ით

Proven

Co-managed მონიტორინგი

Capability

მონიტორინგის სტეკის აშენება

Proven

Zabbix, Prometheus, Grafana და LibreNMS — ჩვენივე ქსელზე ყოველდღიურ ექსპლუატაციაშია და კლიენტებთანაც იმავე სახით ინერგება.

  • Zabbix
  • Prometheus
  • Grafana
  • LibreNMS

ლაბორატორია და ვალიდაცია

Proven

მიგრაციის გეგმა EVE-NG-ზე მოწმდება, სანამ თქვენი კლიენტის ქსელს შეეხება.

  • EVE-NG
  • Rollback test

ტექნოლოგიური სტეკი

ტექნოლოგიური სტეკი

მონიტორინგი
ZabbixPrometheusGrafanaLibreNMS
ლოგირება
GraylogWazuhOpenSearch
ქსელი
CiscoJuniperMikroTikFortiGate
ვალიდაცია
EVE-NG
კომუნიკაცია
TelegramEmailRunbooks

თანამშრომლობის მოდელი

თანამშრომლობის მოდელი

Co-Managed

NetWizard და თქვენი შიდა გუნდი ერთად, გაყოფილი პასუხისმგებლობით.

რეტეინერი

ყოველთვიური საინჟინრო საათები — სპეციალისტზე წვდომა მოთხოვნისამებრ.

პროექტი

ერთჯერადი scope: აუდიტი, მიგრაცია ან დანერგვა ფიქსირებული შედეგით.

გამოყენების შემთხვევები

გამოყენების შემთხვევები

ტენდერი კომპეტენციას ითხოვს

შეთავაზებაში BGP ან firewall-ის არქიტექტურაა საჭირო. ვდგებით სუბკონტრაქტორად, ვმუშაობთ თქვენი ბრენდის ქვეშ და კლიენტთან ურთიერთობა თქვენთან რჩება.

ღამის ცვლა და დასვენების დღეები

თქვენი ინჟინრები დღის სამუშაოზეა. ვიღებთ ღამის მონიტორინგსა და პირველ რეაგირებას, ესკალაციის შეთანხმებული მატრიცით.

პროექტი გუნდის მოცულობას აღემატება

მიგრაცია ან დატაცენტრის აშენება პარალელურ ხელებს მოითხოვს. ვამატებთ საინჟინრო რესურსს პროექტის ვადით, დოკუმენტაციის გადაცემით.

ხშირი კითხვები

ხშირი კითხვები

ჩვენს კლიენტს პირდაპირ დაუკავშირდებით?

არა. მოდელი სუბკონტრაქტია: კომუნიკაცია თქვენზე გადის, ჩვენი სახელი კი მხოლოდ მაშინ ჩნდება, თუ თქვენ თვითონ გინდათ. ეს ხელშეკრულებით ფიქსირდება.

თქვენს ინსტრუმენტებზე გვაბამთ?

არა. ვმუშაობთ იმაზე, რაც უკვე გაქვთ; თუ ახალს ვნერგავთ — ღია პლატფორმებია და თქვენს ინფრასტრუქტურაში რჩება, დოკუმენტაციით.

როგორ ვიწყებთ?

ჩვეულებრივ ერთი კონკრეტული ამოცანით — ერთი კლიენტის მონიტორინგი ან ერთი პროექტი. მას შემდეგ, რაც პროცესი გამართულია, scope ფართოვდება.

დაგვიწერეთ თქვენი ინფრასტრუქტურის შესახებ