მთავარ კონტენტზე გადასვლა

სერტიფიკაცია

რას ვამტკიცებთ ქაღალდით და რას — ინფრასტრუქტურით

ვენდორული ლოგოების კედელს არ ვდებთ. ქვემოთ ჩამოთვლილია ეკოსისტემები, რომლებშიც ვმუშაობთ, თითოეული აღნიშნულია როგორც დადასტურებული პროდაქშენ გამოცდილება თუ საინჟინრო შესაძლებლობა, და ცალკე — ის, რისი გადამოწმებაც ჩვენს გარეშე შეგიძლიათ.

განსხვავება

სერტიფიკატი და გამოცდილება ერთი და იგივე არ არის

პროდაქშენ გამოცდილება

ტექნოლოგია, რომელიც ჩვენს ან ჩვენს მიერ ოპერირებად რეალურ ქსელში მუშაობს — ღამის ინციდენტებით, მიგრაციებითა და rollback-ებით. ეს ქაღალდით არ იზომება, მაგრამ სწორედ ის განსაზღვრავს, რამდენად სწრაფად მოიძებნება მიზეზი.

მოქმედი სერტიფიკატი

გამოცდაზე დადასტურებული ცოდნა კონკრეტული თარიღით და ვადით. სერტიფიკატი არ ნიშნავს, რომ ინჟინერს ეს ტექნოლოგია პროდაქშენში აქვს ნანახი — და პროდაქშენ გამოცდილება არ ნიშნავს, რომ სერტიფიკატი მოქმედია.

ამიტომ მთელ საიტზე ერთი წესი მოქმედებს: ყოველი ტექნოლოგიური მტკიცება აღნიშნულია სტატუსით. იგივე წესი ვრცელდება ამ გვერდზეც.

ეკოსისტემები

ვენდორები, რომლებთანაც ვმუშაობთ

„დადასტურებული“ ნიშნავს, რომ პლატფორმა პროდაქშენში მუშაობს იმ ინფრასტრუქტურაზე, რომელსაც ეს ჯგუფი ოპერირებს. ყველა დანარჩენი — „შესაძლებლობა“: ვნერგავთ და ვამუშავებთ, მაგრამ გადამოწმებულ პროდაქშენ რეფერენსს არ ვაცხადებთ.

  • Cisco

    როუტინგი, სვიჩინგი, დატაცენტრი

    Proven

    ჯგუფის საკუთარ დატაცენტრსა და ოპერატორულ ქსელში მუშაობს პროდაქშენში.

  • Juniper

    როუტინგი, ოპერატორული edge

    Proven

    ჯგუფის დატაცენტრის აღჭურვილობის ნაწილი; Junos კონფიგურაციები ლაბორატორიაშიც გვაქვს გამეორებული.

  • Arista

    დატაცენტრის სვიჩინგი

    Proven

    ჯგუფის დატაცენტრში ექსპლუატაციაშია.

  • Zabbix

    ინფრასტრუქტურის მონიტორინგი

    Proven

    ჯგუფის საკუთარი ქსელი და პლატფორმები ამ ინსტრუმენტით მონიტორინგდება.

  • Grafana

    დაშბორდები და alerting

    Proven

    ოპერაციული დაშბორდები ჯგუფის ქსელისთვის ამ სტეკზეა აწყობილი.

  • Proxmox

    ვირტუალიზაცია, KVM კლასტერები

    Capability

    KVM ვირტუალიზაცია ჯგუფის ჰოსტინგის პლატფორმაზე პროდაქშენში მუშაობს; Proxmox VE კლასტერს ვნერგავთ და ვამუშავებთ, მაგრამ ცალკე გადამოწმებულ პროდაქშენ რეფერენსს არ ვაცხადებთ.

  • VMware

    ვირტუალიზაცია, მიგრაცია

    Capability

    vSphere გარემოს დიზაინი, მიგრაცია და ოპერირება — საინჟინრო შესაძლებლობა; ჯგუფის საკუთარი პლატფორმა VMware-ზე არ დგას.

  • MikroTik

    წვდომის ქსელი, CPE, RouterOS

    Capability

    RouterOS კონფიგურაციები EVE-NG ლაბორატორიაში გვაქვს; საჯაროდ გადამოწმებულ პროდაქშენ რეფერენსზე არ ვსაუბრობთ.

  • Fortinet

    პერიმეტრი, NGFW, VPN

    Capability

    პერიმეტრის დიზაინი, დანერგვა და მხარდაჭერა — საინჟინრო შესაძლებლობა.

სერტიფიკატები

მოქმედი სერტიფიკატები

მოთხოვნით, NDA-ს ფარგლებში

მოქმედი სერტიფიკატების ასლები გადმოგეცემათ მოთხოვნით — ტენდერის, კვალიფიკაციის შემოწმების ან ხელშეკრულების ეტაპზე. სერტიფიკატის ნომრებს, მფლობელების სახელებსა და ვადებს საჯარო გვერდზე არ ვდებთ.

სანამ თითოეული სერტიფიკატის მოქმედი ასლი არ არის გადამოწმებული, აქ არაფერი ჩნდება. იგივე წესია, რასაც ციფრებზე ვიყენებთ.

02

verified infrastructure

live · RIPE NCC

ჩვენ თვითონ ვოპერირებთ იმას, რასაც გთავაზობთ

ჯგუფი ფლობს და ოპერირებს ავტონომიურ სისტემას, დატაცენტრს, ISP-ს და IPTV პლატფორმას. მონაცემები ქვემოთ ცოცხლად მოდის RIPE-ის რეესტრიდან.

ავტონომიური სისტემა
AS203136
OrduNet LLC
ანონსირებული პრეფიქსი
185.143.176.0/22
აქტიურად ანონსირებული
RPKI
valid
ROA · maxLength /22
Upstream ოპერატორები
3
Caucasus Online · System Net Ltd · Silknet

წყარო: RIPE NCC რეესტრი — მონაცემები ცოცხლად, დღეში ერთხელ განახლებით