მთავარ კონტენტზე გადასვლა

IP მისამართების მართვა (IPAM)

IP მისამართების, VLAN-ებისა და VRF-ების ცენტრალიზებული მართვა

ინფრასტრუქტურის ზრდასთან ერთად IP მისამართების, VLAN დომენებისა და VRF-ების ხელით მართვა სწრაფად ხდება შეცდომების წყარო — ჩვენ ვნერგავთ და ვმართავთ ცენტრალიზებულ IPAM სისტემას, რომელიც სრულ ხილვადობასა და კონტროლს იძლევა თქვენი მთელი ქსელის მისამართების სივრცეზე.

პრობლემა

ცხრილი რეალურ ქსელს ვერ ეწევა

პროვაიდერებსა და მრავალლოკაციიან კომპანიებში მისამართების სივრცე სწრაფად იზრდება — ასობით subnet, ასობით VLAN, რამდენიმე VRF დომენი სხვადასხვა კლიენტისა და ლოკაციისთვის. Spreadsheet-ზე ან დოკუმენტაციაზე დაფუძნებული მართვა კარგავს სინქრონიზაციას რეალურ ქსელთან, წარმოშობს დუბლირებულ ან კონფლიქტურ allocation-ებს და ართულებს ახალი ინჟინრის onboarding-ს — ის ვერ ხედავს, რომელი subnet არის თავისუფალი და რომელი უკვე გამოყენებული.

  • დუბლირებული და კონფლიქტური allocation-ები
  • VLAN ID-ები მეორდება საიტებს შორის
  • თავისუფალი სივრცე არავინ იცის ზუსტად
  • ცვლილების ავტორი და თარიღი აღრიცხული არაა

რას ვაწვდით

IP მისამართების, VLAN-ებისა და VRF-ების ცენტრალიზებული მართვა

IPv4 / IPv6 სივრცის მართვა

მისამართების allocation, დაჯავშნა და თავისუფალი სივრცის ვიზუალიზაცია.

Subnet-ების იერარქია

master/child სტრუქტურა, ორგანიზებული ლოკაციისა და დანიშნულების მიხედვით — backbone, customer allocation, management LAN.

VLAN დომენების მართვა

VLAN-ების მიბმა subnet-სა და ლოკაციასთან, დუბლირების პრევენცია მრავალ საიტზე.

VRF-ების მართვა

რამდენიმე routing დომენის — customer separation, service segmentation — დოკუმენტირება და ვიზუალიზაცია.

მოწყობილობები და ლოკაციები

subnet-ების მიბმა კონკრეტულ მოწყობილობასა და ფიზიკურ ან ლოგიკურ ლოკაციასთან.

წვდომა და აუდიტის კვალი

ვინ, როდის შექმნა ან შეცვალა კონკრეტული allocation — plus IPv4/IPv6 კალკულატორი და ძებნა გუნდისთვის.

არქიტექტურა

არქიტექტურა

  1. 01სივრცეIPv4 და IPv6 ერთ აღრიცხვაში
    • phpIPAM
    • IPv4
    • IPv6
  2. 02იერარქიაsupernet → subnet, ზრდის მარაგით
    • subnetting
    • supernetting
  3. 03სეგმენტაციაVLAN დომენები და VRF-ები საიტების მიხედვით
    • VLAN
    • VRF
    • 802.1Q
  4. 04გამოყოფაავტორითა და თარიღით, არა ცხრილში
  5. 05ავტომატიზაციაგამოყოფა და დაბრუნება პროცესის ნაწილია
    • REST API
    • Ansible
    • Webhooks
  6. 06აუდიტივინ შეცვალა, რა და როდის
    • Access control
    • Audit log
მისამართის სასიცოცხლო ციკლი — გეგმიდან აუდიტის კვალამდე

საოპერაციო ეკრანები

საოპერაციო ეკრანები

ეს კონკრეტული სისტემები ჯგუფის რეალურ ინფრასტრუქტურაზე მუშაობს — სქრინშოტები დამუშავებულია გამოქვეყნებამდე.

phpIPAM-ის დაშბორდი — subnet-ების, VLAN-ების და მისამართების აგრეგირებული სტატისტიკა და გამოყენების დიაგრამები.

IPAM — მისამართების სივრცე ერთ სისტემაში

მოქმედი phpIPAM დანერგვა: subnet-ების იერარქია, VLAN დომენები, VRF-ები, მოწყობილობები და ლოკაციები ერთ, ძებნად ბაზაში. საჯაროდ მხოლოდ აგრეგირებული სტატისტიკა რჩება — კლიენტების სახელები, კონკრეტული subnet-ები და ლოკაციები ეკრანზე არ ჩანს და არც უნდა ჩანდეს.

phpIPAMIPv4 / IPv6VLANVRF

შესაძლებლობები

შესაძლებლობები

თითოეული პუნქტი აღნიშნულია: დადასტურებული პროდაქშენ გამოცდილება თუ საინჟინრო შესაძლებლობა.

phpIPAM პროდაქშენში

Proven

მოქმედი დანერგვა, რომელიც მართავს 971 subnet-ს, 522 VLAN-ს, 3800-ზე მეტ IPv4 და IPv6 მისამართს, 24 მოწყობილობასა და 8 ლოკაციას — რამდენიმე VRF დომენში, ISP backbone-ის, customer allocation-ებისა და management ქსელების ჩათვლით.

  • phpIPAM
  • IPv4
  • IPv6

Subnet-ების იერარქია და დაგეგმვა

Proven

master/child სტრუქტურა backbone-ის, კლიენტებისა და მართვის ქსელებისთვის, თავისუფალი სივრცის ხედვით.

  • supernetting
  • allocation

VLAN და VRF დოკუმენტირება

Proven

VLAN დომენები ლოკაციების მიხედვით და routing დომენების გამიჯვნა კლიენტებს შორის.

  • VLAN
  • VRF
  • 802.1Q

წვდომის კონტროლი და აუდიტი

Proven

როლები, ცვლილებების ისტორია და აღრიცხვადი პასუხისმგებლობა.

ინტეგრაცია ავტომატიზაციასთან

Capability

API-ზე დაფუძნებული provisioning: IPAM ხდება ჭეშმარიტების წყარო სკრიპტებისა და workflow-ებისთვის.

  • REST API
  • Ansible

მიგრაცია სხვა IPAM პლატფორმაზე

Capability

იმპორტი არსებული ცხრილებიდან ან სხვა სისტემიდან, საჭიროების შემთხვევაში პარალელური დანერგვით.

ტექნოლოგიური სტეკი

ტექნოლოგიური სტეკი

პლატფორმა
phpIPAMREST API
მისამართები
IPv4IPv6subnettingsupernetting
სეგმენტაცია
VLANVRF802.1Q
ავტომატიზაცია
AnsibleAPI provisioning

თანამშრომლობის მოდელი

თანამშრომლობის მოდელი

პროექტი

ერთჯერადი scope: აუდიტი, მიგრაცია ან დანერგვა ფიქსირებული შედეგით.

რეტეინერი

ყოველთვიური საინჟინრო საათები — სპეციალისტზე წვდომა მოთხოვნისამებრ.

Co-Managed

NetWizard და თქვენი შიდა გუნდი ერთად, გაყოფილი პასუხისმგებლობით.

გამოყენების შემთხვევები

გამოყენების შემთხვევები

ISP და ტელეკომ ოპერატორები

backbone-ის, BGP allocation-ების, კლიენტების subnet-ებისა და VLAN-ების ცენტრალიზებული მართვა ერთ სისტემაში.

მრავალოფისიანი კომპანიები

თითოეული ლოკაციის ქსელური სივრცის კონსისტენტური დოკუმენტირება, VLAN ID-ების კონფლიქტის გარეშე.

ინჟინრის onboarding

ახალი ადამიანი ხედავს, რა არის დაკავებული და რა თავისუფალი — კითხვის დასმის გარეშე.

ხშირი კითხვები

ხშირი კითხვები

რატომ არა Excel?

იმიტომ, რომ ცხრილს ვალიდაცია არ აქვს: ერთი და იმავე subnet-ის ორჯერ გაცემა მასში შეცდომა არაა. IPAM კონფლიქტს გაცემის მომენტში აჩერებს და ცვლილების ავტორსაც ინახავს.

შეიძლება ავტომატიზაციასთან დაკავშირება?

დიახ — phpIPAM-ს REST API აქვს, ანუ provisioning-ის სკრიპტს მისამართი შეუძლია სისტემიდან აიღოს და უკან ჩაწეროს. ეს არის ის ნაბიჯი, სადაც დოკუმენტაცია ჭეშმარიტების წყაროდ იქცევა.

რას აქვეყნებთ საჯაროდ ჩვენი მონაცემებიდან?

მხოლოდ აგრეგირებულ რიცხვებს — subnet-ების, VLAN-ების და მისამართების რაოდენობას. კლიენტების სახელები, კონკრეტული subnet-ები და ლოკაციები არასდროს ქვეყნდება; ეკრანებიც სწორედ ამ წესით მუშავდება გამოქვეყნებამდე.

დაგვიწერეთ თქვენი ინფრასტრუქტურის შესახებ