ინჟინერია
დიზაინი, მიგრაცია და ავტომატიზაცია — შედეგზე პასუხისმგებლობით
ქსელური, დატაცენტრის, ღრუბლოვანი და პროგრამული ინჟინერია. თითოეული პროექტი იწყება აუდიტით და მთავრდება დოკუმენტაციითა და გადაცემით.
პრობლემა
პროექტი დამთავრდა, პასუხისმგებლობა შედეგზე — არ დაწყებულა
ინტეგრატორი აწყობს, ხელს აწერს მიღება-ჩაბარების აქტს და მიდის. რჩება კონფიგურაცია, რომელსაც ვერავინ ხსნის, სქემა, რომელიც ერთი წლის წინ იყო სწორი, და გუნდი, რომელიც ცვლილებას იმიტომ არ ატარებს, რომ ვერ ვარაუდობს რას შეეხება. შემდეგი პროექტი სწორედ ამ ფენაზე შენდება.
- დიზაინის გადაწყვეტილებები არსად არ არის ჩაწერილი
- ცვლილება პროდაქშენში პირველად სრულდება
- ვენდორი ჩვევით ირჩევა, არა მოთხოვნებით
- გადაცემა ნიშნავს არქივს და არა ცოდნას
რას ვაწვდით
დიზაინი, მიგრაცია და ავტომატიზაცია — შედეგზე პასუხისმგებლობით
აუდიტი და არსებული მდგომარეობა
ტოპოლოგია, კონფიგურაციები, SPOF-ები, ლიცენზიები და ტექნიკური ვალი — ერთ დოკუმენტში, პრიორიტეტებით.
სამიზნე დიზაინი
არქიტექტურა ალტერნატივებით და თითოეულის ფასით — რეკომენდაციით, არა ერთადერთი ვარიანტით.
ვალიდირებული გეგმა
მიგრაცია და rollback ლაბორატორიაში გატესტილი, სამუშაო ფანჯრებად დაყოფილი.
დანერგვა
ეტაპობრივად, თითოეული ეტაპის მიღების კრიტერიუმით.
დოკუმენტაცია და runbook-ები
სქემები, მისამართების გეგმა და პროცედურები იმ ფორმატში, რომელსაც თქვენი გუნდი განაახლებს.
გადაცემა და ტრენინგი
თქვენი ინჟინრები ცვლილებას თვითონ ატარებენ; ჩვენ ვრჩებით რეტეინერზე, თუ ეს გჭირდებათ.
არქიტექტურა
არქიტექტურა
- 01აუდიტიტოპოლოგია, SPOF-ები და ტექნიკური ვალი
- 02დიზაინიალტერნატივები და თითოეულის ფასი
- 03ვალიდაციამიგრაცია და rollback ლაბორატორიაში
- EVE-NG
- Rollback test
- 04დანერგვაეტაპებად, მიღების კრიტერიუმებით
- 05დოკუმენტაციასქემები, მისამართების გეგმა, runbook-ები
- 06გადაცემათქვენი გუნდი ცვლილებას თვითონ ატარებს
საოპერაციო ეკრანები
საოპერაციო ეკრანები
ეს კონკრეტული სისტემები ჯგუფის რეალურ ინფრასტრუქტურაზე მუშაობს — სქრინშოტები დამუშავებულია გამოქვეყნებამდე.
ვირტუალიზაციის კლასტერი
მრავალკვანძიანი Proxmox კლასტერი: KVM ვირტუალური მანქანები და LXC კონტეინერები, NFS/HA საცავი, ცალკე backup-NAS და მიგრირებული ESXi ჰოსტები. ეს საიტიც ამ კლასტერზე მუშაობს — კონტეინერში, იმავე ინფრასტრუქტურაზე, რომელსაც ვყიდით.
8 კლასტერი ერთი ინტერფეისიდან
Proxmox Datacenter Manager აერთიანებს ერთმანეთისგან დამოუკიდებელ Proxmox VE კლასტერებს ერთ სივრცეში. ჩვენს ინფრასტრუქტურაში ის 8 კლასტერს მართავს — სხვადასხვა ფიზიკურ ლოკაციაზე, მათგან 3 საქართველოს ფარგლებს გარეთ. ეკრანზე ჩანს მასშტაბიც: 211 კვანძი ონლაინ, 1480 ვირტუალური მანქანა და 127 კონტეინერი — ერთი ხედით, ერთი პროცედურით.
vSphere — კლასტერი, ჰოსტები და სამუშაო დატვირთვები
vCenter რამდენიმე ESXi ჰოსტით და მათზე განთავსებული სერვისებით: ვებ, ბილინგი, დომენის კონტროლერი, backup აგენტები. ეს არის ის გარემო, სადაც VMware და Proxmox ერთდროულად ცხოვრობს — ნაწილი ჯერ კიდევ vSphere-ზეა, ნაწილი უკვე მიგრირებულია. ორივეს ერთი გუნდი ოპერირებს, ერთი backup-პოლიტიკით.
საცავი — ZFS პულები და რეპლიკაცია
ZFS საცავი RAIDZ2 ტოპოლოგიაზე — 12 დისკი ერთ vdev-ში, ~33 TiB სასარგებლო მოცულობა, ECC მეხსიერება და მისი დიდი ნაწილი ZFS ქეშად. აქვე ჩანს ის, რაც მთავარია: დისკები შეცდომებით — 0, scrub და scan შეცდომების გარეშე. ვირტუალიზაციის კლასტერისა და backup-ის ქვეშ სწორედ ეს ფენა დგას.
ISP ბილინგი და აბონენტების მართვა
აბონენტის სასიცოცხლო ციკლი ერთ სისტემაში: ტარიფები, ბალანსები, სერვისები (ინტერნეტი, Wi-Fi, IPTV), სტატუსები, SMS შეტყობინებები, ლოგები და ფინანსური რეპორტები — provisioning-თან ინტეგრირებული. სისტემა ჩვენი დაწერილია და რეალურ ISP-ს ემსახურება.
IPAM — მისამართების სივრცე ერთ სისტემაში
მოქმედი phpIPAM დანერგვა: subnet-ების იერარქია, VLAN დომენები, VRF-ები, მოწყობილობები და ლოკაციები ერთ, ძებნად ბაზაში. საჯაროდ მხოლოდ აგრეგირებული სტატისტიკა რჩება — კლიენტების სახელები, კონკრეტული subnet-ები და ლოკაციები ეკრანზე არ ჩანს და არც უნდა ჩანდეს.
ციფრული ასლი — ლაბორატორია პროდაქშენამდე
რეალური Network OS-ების ტოპოლოგია: სასაზღვრო როუტერები, IXP და CDN peering-ები, აგრეგაციის დონე, VLAN-ები და მართვის ქსელი — პროდაქშენის ასლი ლაბორატორიაში. მიგრაცია, ავარია და rollback ჯერ აქ სრულდება; მხოლოდ შემდეგ ეხება ვინმე ცოცხალ ქსელს.
შესაძლებლობები
შესაძლებლობები
თითოეული პუნქტი აღნიშნულია: დადასტურებული პროდაქშენ გამოცდილება თუ საინჟინრო შესაძლებლობა.
BGP და multi-homed edge
Proven- BGP
- OSPF
- RPKI
MPLS core და L3VPN
Capability- MPLS
- MP-BGP
- L3VPN
ვირტუალიზაციის კლასტერები
Proven- KVM
- Proxmox VE
- VMware
EVPN-VXLAN fabric
Capability- Arista
- Cumulus
- FRR
Ceph / ZFS საცავი
Capability- Ceph
- ZFS
- NVMe
ავტომატიზაცია და IaC
Capability- Ansible
- Terraform
- GitOps
შიდა პორტალები და API-ები
Provenჰოსტინგის მართვის პანელი საათობრივი ბილინგითა და provisioning-ის ავტომატიზაციით — მუშა პროდუქტი, არა პროტოტიპი.
- Next.js
- PostgreSQL
- REST
საკუთარი საოპერაციო ინსტრუმენტები
Provenროცა მზა პროდუქტი კითხვას არ პასუხობს, ვწერთ საკუთარს: NOC კონსოლი ცოცხალი path-მონიტორინგით და noc.com.ge-ს 33 დიაგნოსტიკური ინსტრუმენტი — ორივე ჩვენივე ქსელზე ყოველდღიურ გამოყენებაშია.
- OpenPath
- noc.com.ge
- PHP / TypeScript
პროცესი
პროცესი
- 01
აუდიტი
- 02
დიზაინი
- 03
ვალიდაცია
- 04
დანერგვა
- 05
დოკუმენტაცია
- 06
გადაცემა
ტექნოლოგიური სტეკი
ტექნოლოგიური სტეკი
- მარშრუტიზაცია და კომუტაცია
- CiscoJuniperMikroTikAristaFRR
- ვირტუალიზაცია
- VMware vSphereProxmox VEKVMLXC
- საცავი
- TrueNASZFSNFSiSCSI
- ავტომატიზაცია
- AnsibleTerraformcloud-initGit
- შემუშავება
- TypeScriptNext.jsPHPPostgreSQLREST API
- ვალიდაცია და მონიტორინგი
- EVE-NGZabbixPrometheusGrafanaLibreNMS
თანამშრომლობის მოდელი
თანამშრომლობის მოდელი
პროექტი
ერთჯერადი scope: აუდიტი, მიგრაცია ან დანერგვა ფიქსირებული შედეგით.
რეტეინერი
ყოველთვიური საინჟინრო საათები — სპეციალისტზე წვდომა მოთხოვნისამებრ.
გამოყენების შემთხვევები
გამოყენების შემთხვევები
მიგრაცია ვადის ქვეშ
ლიცენზია ან აღჭურვილობის მხარდაჭერა იწურება. ვაწყობთ სამიზნე დიზაინს, ვამოწმებთ ციფრულ ასლზე და ვატარებთ ეტაპებად — ვადა გრაფიკს კარნახობს, არა არქიტექტურას.
ორი ქსელი ერთდება
შერწყმის ან შესყიდვის შემდეგ მისამართები ერთმანეთს ფარავს, VLAN-ების ნუმერაცია განსხვავდება და ორივე მხარეს თავისი პროცედურები აქვს. ვქმნით ერთიან გეგმას და ვაერთიანებთ ისე, რომ სერვისი არ გაჩერდეს.
შიდა გუნდი ზრდას ვერ აუდის
ინჟინრები ყოველდღიურ ოპერაციაშია და პროექტს ვერ იწყებენ. ვიღებთ პროექტულ ნაწილს, გუნდი კი პროდაქშენზე რჩება — შემდეგ დოკუმენტაციასთან ერთად ვაბრუნებთ.
ხშირი კითხვები
ხშირი კითხვები
ვენდორზე გვაბამთ?
არა. პროდაქშენში ვოპერირებთ Cisco-ს, Juniper-ს, MikroTik-ს, Arista-ს, VMware-სა და Proxmox-ს — არჩევანს აუდიტის შემდეგ ვამბობთ, არსებული აღჭურვილობის, ბიუჯეტისა და თქვენი გუნდის გამოცდილების მიხედვით.
მხოლოდ დიზაინს აკეთებთ თუ დანერგვასაც?
ორივეს. აუდიტი და დიზაინი ცალკეც შეიძლება შეიკვეთოს, მაგრამ სტანდარტული პროექტი დანერგვით, დოკუმენტაციითა და გადაცემით სრულდება — და შემდეგ, თუ გინდათ, ჩვენივე ოპერირებით.
პროექტის შემდეგ რჩებით?
როგორც გირჩევნიათ: მხოლოდ გადაცემა, ყოველთვიური საინჟინრო საათები, co-managed მოდელი, ან სრულად მართული ოპერაცია. სამივე ვარიანტში დოკუმენტაცია თქვენია.