მთავარ კონტენტზე გადასვლა

სახელმძღვანელოები

ინსტრუქციები, რომლებიც მართლა უნდა იმუშაოს

სახელმძღვანელო ჩვენთვის ნიშნავს გამეორებად პროცედურას ბრძანებებით, შემოწმებითა და rollback-ით — და არა ზოგად მიმოხილვას. სწორედ ამიტომ პირველი მასალები ჯერ ლაბორატორიაში მოწმდება და მხოლოდ შემდეგ ქვეყნდება.

ფორმატი

სახელმძღვანელო და სტატია — სხვადასხვა დანიშნულება

სახელმძღვანელოპასუხობს კითხვას „როგორ“
გამეორებადი ინსტრუქცია: საწყისი მდგომარეობა და წინაპირობები, ბრძანებები ზუსტად იმ სახით, როგორც უნდა შესრულდეს, მოსალოდნელი გამონატანი, შემოწმების ნაბიჯი და rollback. თუ ჩაწერილს ლაბორატორიაში ვერ გაიმეორებთ, ეს ჩვენი შეცდომაა.
ცოდნის ბაზის სტატიაპასუხობს კითხვას „რატომ“
არქიტექტურული კონტექსტი: რა გადაწყვეტილება მიიღება, რა კომპრომისებით, სად ტყდება მიდგომა და რატომ ვიქცევით ასე. სტატია ბრძანებებს არ ცვლის — ის ხსნის, რატომ არის ეს ბრძანებები საჭირო.

თუ ახლა კონტექსტი გჭირდებათ და არა ბრძანებები, გადადით ცოდნის ბაზაზე.

კატალოგი

გამოქვეყნებული სახელმძღვანელოები

პირველი სახელმძღვანელოები მზადდება

კატალოგი ჯერ ცარიელია, რადგან ნახევრად შემოწმებულ ინსტრუქციას არ ვდებთ: სანამ პროცედურა ლაბორატორიაში ბოლომდე არ გაივლის და rollback არ შემოწმდება, ის აქ არ გამოჩნდება.

ამასობაში ცოდნის ბაზაში უკვე გამოქვეყნებულია ტექნიკური სტატიები იმავე თემებზე.

დაგეგმილი

რას დაფარავს პირველი სახელმძღვანელოები

ეს სამუშაო გეგმაა და არა გამოქვეყნებული მასალა. თანმიმდევრობა შეიძლება შეიცვალოს — თემა მხოლოდ მაშინ ჩნდება კატალოგში, როცა პროცედურა შემოწმებულია.

  1. 01

    BGP სესია RPKI ვალიდაციით

    ROA-ს გამოქვეყნებიდან validator-ის აწყობამდე და პრეფიქსის ფილტრის შემოწმებამდე — ბრძანებებითა და მოსალოდნელი გამონატანით.

  2. 02

    Flow ექსპორტი edge როუტერიდან

    sFlow/NetFlow ექსპორტის ჩართვა, კოლექტორის აწყობა და პირველი გამოსადეგი ხედი ტრაფიკზე.

  3. 03

    EVE-NG ლაბი მიგრაციის ტესტისთვის

    ტოპოლოგიის ასლის აწყობა, ავარიის სცენარები და rollback-ის გამეორებადი ტესტი პროდაქშენამდე.

  4. 04

    alert-ი, რომელსაც აზრი აქვს

    მეტრიკის შერჩევიდან ზღვრებამდე და ესკალაციამდე: როგორ დაიწეროს alert-ი, რომელიც ღამით გაღვიძების ღირსია.