მთავარ კონტენტზე გადასვლა

მონიტორინგი და დაკვირვებადობა

მონიტორინგის სისტემა, რომელიც პასუხობს კითხვას „რატომ“

ვაშენებთ მონიტორინგის პლატფორმას ნულიდან ან ვასწორებთ არსებულს: მეტრიკები, streaming telemetry და flow ანალიტიკა ერთ სურათში, დაშბორდებითა და alert-ებით, რომლებსაც ენდობით.

პრობლემა

დაშბორდები ბევრია, პასუხი — არა

ტიპური სურათი: ათეული გრაფიკი, ასეული alert და მაინც უცნობია, რომელი ლინკი გადაიტვირთა და რომელი კლიენტი დაზარალდა. მიზეზი თითქმის ყოველთვის ერთია — შეგროვების ფენა არასწორ დონეზეა აწყობილი.

  • SNMP polling-ის ინტერვალი მოვლენაზე ნელია
  • Flow მონაცემები საერთოდ არ გროვდება
  • Alert-ები ზღვრებზეა, არა სიმპტომებზე
  • დაშბორდი არავის სამუშაო პროცესს არ ემთხვევა

რას ვაწვდით

მონიტორინგის სისტემა, რომელიც პასუხობს კითხვას „რატომ“

შეგროვების არქიტექტურა

SNMP, gNMI და flow — თითოეული იმ ფენაზე, სადაც ის ნამდვილად მუშაობს.

მეტრიკების ბაზა

შენახვის ვადა, cardinality და მასშტაბირება წინასწარ გათვლილი.

დაშბორდები როლების მიხედვით

NOC, ინჟინერი და მენეჯმენტი — სამი განსხვავებული ხედი.

alert-ების წესები

სიმპტომზე დაფუძნებული alert-ები, ესკალაციის მარშრუტიზაციით.

სინთეტიკური შემოწმებები

მომხმარებლის გზის იმიტაცია — HTTP, DNS, ხმა, სტრიმი.

დოკუმენტაცია

რა იზომება, რატომ, და ვინ რეაგირებს.

არქიტექტურა

არქიტექტურა

  1. 01შეგროვებაpolling + streaming + flow
    • SNMP
    • gNMI
    • NetFlow/IPFIX
  2. 02დამუშავება
    • Telegraf
    • Akvorado
    • Vector
  3. 03შენახვადროითი სერიები და flow
    • Prometheus
    • InfluxDB
    • ClickHouse
  4. 04ვიზუალიზაცია
    • Grafana
    • Zabbix
  5. 05Alertმარშრუტიზაცია და ესკალაცია
    • Alertmanager
    • Telegram
    • PagerDuty
SNMP, ტელემეტრია და flow ერთად — თითოეული იმ ფენაზე, სადაც ის მუშაობს

საოპერაციო ეკრანები

საოპერაციო ეკრანები

ეს კონკრეტული სისტემები ჯგუფის რეალურ ინფრასტრუქტურაზე მუშაობს — სქრინშოტები დამუშავებულია გამოქვეყნებამდე.

დაბუნდოვნებული Grafana დაშბორდი upstream-ებისა და peering-ის ტრაფიკის ინდიკატორებით.

გამტარუნარიანობა და peering რეალურ დროში

თითოეული upstream და თითოეული peering ცალკე იზომება, გლობალური და ლოკალური მიმართულებების გაყოფით. capacity-ისა და peering-ის გადაწყვეტილება სწორედ ამ ხედვიდან მოდის — არა შეგრძნებიდან.

GrafanaZabbixper-peerIXP
flow ანალიტიკის დაშბორდი: სულ მოცულობა, CDN/OTT-ისა და ქართული ISP-ების წილი, კატეგორიების განაწილება დიაგრამად.

ტრაფიკი წყაროების მიხედვით — flow ანალიტიკა

flow მონაცემები დაჯგუფებულია ASN-ების კატეგორიებად: CDN/OTT, ქართული ISP-ები, ჯგუფის საკუთარი ქსელები და საერთაშორისო ტრანზიტი. ეს არის ის სურათი, რომლითაც წყდება — რომელი cache უნდა შემოვიდეს ქსელში, სად ღირს peering და რა უნდა დარჩეს ფასიან ტრანზიტზე. ეს ერთადერთი ეკრანია, რომელიც განზრახ იკითხება: აქ მხოლოდ აგრეგირებული წილებია, არც ერთი კლიენტი და არც ერთი მისამართი.

NetFlow / IPFIXper-ASNCDN / OTTpeering economics
flow დაშბორდი: ტრაფიკის გრაფიკი როუტერების მიხედვით და წყარო/დანიშნულების ASN-ების ტოპი — მოცულობის ციფრები დაბუნდოვნებულია.

ვინ აგზავნის ტრაფიკს — ASN-ების დონეზე

იგივე flow მონაცემები, ოღონდ სახელებით: რომელი CDN და რომელი პლატფორმა აგზავნის ყველაზე მეტს, სად მიდის და რომელი როუტერი ატარებს. სწორედ ეს სია ხდება peering-ისა და cache-ის განთავსების არგუმენტი მოლაპარაკებაზე — Akamai, Fastly, Meta, Google. მოცულობები დაბუნდოვნებულია, სახელები და პროპორციები — არა.

NetFlow / IPFIXtop talkersCDNpeering
ქსელის რუკა უსადენო ხაზებით — თითოეულ კვანძზე კლიენტების რაოდენობა, CCQ, ხმაურის ფონი, airMAX ხარისხი და ტევადობა, მანძილი და სიხშირე; ჰოსტნეიმები წაშლილია.

ერთი რუკა — MikroTik, Ubiquiti და Cambium ერთად

მცირე და საშუალო ოპერატორის ქსელი იშვიათად ერთვენდორიანია: MikroTik ბირთვში, Ubiquiti უსადენო ხაზებზე, Cambium წვდომაზე. ეს რუკა თითოეულ ხაზზე იმას აჩვენებს, რაზეც ოპერირება დგას — რამდენი უსადენო კლიენტია სექტორზე, CCQ, ხმაურის ფონი, airMAX ხარისხი და ტევადობა, მანძილი, სიხშირე, Rx/Tx და uptime. ანძის კვების კვანძები იმავე რუკაზეა: აკუმულატორის ძაბვა ჩვენთვის ისეთივე მეტრიკაა, როგორც ტრაფიკი — ღამის ჩავარდნების ნახევარი სწორედ იქ იხსნება.

MikroTikUbiquitiCambiumairMAXSNMP
დაბუნდოვნებული LibreNMS დაშბორდი მოწყობილობების ხელმისაწვდომობის რუკითა და alert-ების ისტორიით.

ქსელის ინვენტარი და მდგომარეობა

130-ზე მეტი მოწყობილობა და ათასობით პორტი ერთ სისტემაში: ხელმისაწვდომობის რუკა, alert-ების ისტორია და შეცდომების მქონე ინტერფეისების ტოპი — GPON/EPON წვდომის ქსელის ჩათვლით, სადაც პრობლემა ჯერ პორტზე ჩანს და მერე აბონენტთან.

LibreNMSSNMPGPON/EPONalerting
Zabbix-ის გრაფიკი ერთი ჩართვისთვის — შემომავალი და გამავალი ტრაფიკი დროში.

ერთი ჩართვა, ერთი გრაფიკი — QoS რეალურ დროში

ასე გამოიყურება კონკრეტული კორპორატიული ჩართვა Zabbix-ში: შემომავალი და გამავალი ტრაფიკი, პიკები, გამოყოფილი სიჩქარის რეალური გამოყენება და ისტორია. სწორედ ეს გრაფიკი პასუხობს კითხვას „არხი ნამდვილად გვიწევს თუ არა“ — და ეს პასუხი კლიენტსაც შეუძლია ნახოს, არა მხოლოდ ჩვენ.

ZabbixQoSSNMPper-circuit

შესაძლებლობები

შესაძლებლობები

თითოეული პუნქტი აღნიშნულია: დადასტურებული პროდაქშენ გამოცდილება თუ საინჟინრო შესაძლებლობა.

ანძის კვება და აკუმულატორები

Proven

აკუმულატორის ძაბვა, დენის ხაზი და ტემპერატურა იმავე რუკაზე, სადაც ტრაფიკია. ძაბვის კლება ავარიაზე ადრე ჩანს — და ღამის ჩავარდნების ის ნაწილი, რომელიც სხვაგვარად „აუხსნელია“, სწორედ აქ იხსნება.

  • SNMP
  • Battery voltage
  • Temperature

SNMP polling მასშტაბში

Proven

polling რჩება საბაზისო მექანიზმად პარკის უმეტესობაზე — მრიცხველები, ხელმისაწვდომობა და ინტერფეისების მდგომარეობა.

  • SNMP
  • Zabbix
  • LibreNMS

gNMI streaming telemetry

Capability

Streaming telemetry ცვლის polling-ს მხოლოდ იქ, სადაც სიხშირე ამას მოითხოვს — დანარჩენში ისინი ერთმანეთს ავსებენ.

  • gNMI
  • gnmic
  • Telegraf

Flow ანალიტიკა

Capability

NetFlow/IPFIX/sFlow ClickHouse-ზე, peering-ისა და ტრაფიკის ანალიზისთვის.

  • Akvorado
  • ClickHouse
  • IPFIX

Grafana დაშბორდები

Proven
  • Grafana
  • Prometheus
  • InfluxDB

Zabbix ინფრასტრუქტურული მონიტორინგი

Proven
  • Zabbix
  • SNMP traps
  • Agents

მოწყობილობების ინვენტარი და პორტების მონიტორინგი

Proven

ქსელის მთელი პარკი და მისი პორტები ერთ სისტემაში — ავტომატური აღმოჩენით, ხელმისაწვდომობის რუკითა და შეცდომების მქონე ინტერფეისების რანჟირებით, GPON/EPON წვდომის ქსელის ჩათვლით.

  • LibreNMS
  • SNMP
  • GPON/EPON

SLO და error budget

Capability

Capacity პროგნოზირება

Capability

ზრდის ტენდენციები და გაჯერების პროგნოზი ლინკებზე და საცავზე.

ტექნოლოგიური სტეკი

ტექნოლოგიური სტეკი

მეტრიკები
PrometheusInfluxDBZabbixLibreNMSVictoriaMetrics
ტელემეტრია
gNMIIOS XR telemetryTelegraf
Flow
AkvoradoClickHouseNetFlow v9IPFIXsFlow
ვიზუალიზაცია
GrafanaZabbix UI
alerting
AlertmanagerGrafana AlertsTelegram

თანამშრომლობის მოდელი

თანამშრომლობის მოდელი

პროექტი

ერთჯერადი scope: აუდიტი, მიგრაცია ან დანერგვა ფიქსირებული შედეგით.

რეტეინერი

ყოველთვიური საინჟინრო საათები — სპეციალისტზე წვდომა მოთხოვნისამებრ.

Co-Managed

NetWizard და თქვენი შიდა გუნდი ერთად, გაყოფილი პასუხისმგებლობით.

ხშირი კითხვები

ხშირი კითხვები

Zabbix თუ Prometheus?

ორივე — სხვადასხვა ამოცანისთვის. Zabbix ძლიერია აღჭურვილობის და agent-ული მონიტორინგისთვის, Prometheus — დინამიური, კონტეინერიზებული გარემოსთვის. ხშირად ორივე ერთად დგას Grafana-ს ქვეშ.

რამდენ ხანს ინახება მონაცემები?

შენახვის ვადა განისაზღვრება ბიუჯეტისა და მოთხოვნის მიხედვით — მაღალი გარჩევადობა მოკლე ვადით, აგრეგირებული მონაცემები გრძელვადიანად.

დაგვიწერეთ თქვენი ინფრასტრუქტურის შესახებ