მთავარ კონტენტზე გადასვლა

core services

ოთხი საოპერაციო მიმართულება და ორი საინჟინრო სერვისი

მუდმივი, გამეორებადი შესაძლებლობები — არა ერთჯერადი პროექტები.

01

მართული ოპერაციები

დისტანციური NOC და SOC — ინციდენტების აღმოჩენა, ტრიაჟი, რეაგირება და ესკალაცია თქვენი ინფრასტრუქტურისთვის, ჩვენი პროცედურებითა და ინსტრუმენტებით.

ვრცლად
  • დისტანციური NOC

    ქსელისა და სერვისების უწყვეტი მონიტორინგი, ინციდენტის სასიცოცხლო ციკლის მართვა და ესკალაცია შეთანხმებული severity-ს მიხედვით.

  • დისტანციური SOC

    უსაფრთხოების მოვლენების კორელაცია, საფრთხეების აღმოჩენა, ინციდენტზე რეაგირება და ანგარიშგება.

  • AI ოპერაციებში

    ხელოვნური ინტელექტი NOC/SOC გუნდში: უწყვეტი ანალიზი, ანომალიების შეფასება და მოქმედება წინასწარ განსაზღვრული უფლებების ფარგლებში.

  • ინფრასტრუქტურის ოპერირება

    ცვლილებების მართვა, პატჩები, კონფიგურაციის ვერსიების კონტროლი, capacity და ყოველდღიური ექსპლუატაცია.

02

მონიტორინგი და დაკვირვებადობა

მონიტორინგის სისტემების გამართვა ნულიდან: მეტრიკები, streaming telemetry და flow ანალიტიკა — ერთ სურათად, დაშბორდებითა და alert-ებით.

ვრცლად
  • ინფრასტრუქტურის მონიტორინგი

    სერვერები, ვირტუალიზაცია, აპლიკაციები და გარემოს სენსორები — ერთიან მეტრიკულ ბაზაზე.

  • ქსელის დაკვირვებადობა

    SNMP polling, სინთეტიკური შემოწმებები და მარშრუტიზაციის მდგომარეობა ერთ დაშბორდზე.

  • Streaming telemetry

    gNMI და model-driven telemetry მაღალი სიხშირის მეტრიკებისთვის — SNMP-ის დამატებით, არა ჩანაცვლებით.

  • სერვისის ხარისხის (QoS) მონიტორინგი

    ინდივიდუალური მონიტორინგი თითოეულ კორპორატიულ ჩართვაზე — ტრაფიკი, სიჩქარის გამოყენება, სტაბილურობა და ისტორია.

  • Flow ანალიტიკა

    NetFlow, IPFIX და sFlow — ტრაფიკის ხედვა, peering-ის ანალიზი და ხარჯების ოპტიმიზაცია.

03

ლოგირება და SIEM

ლოგირების სისტემების გამართვა: შეგროვება, ნორმალიზაცია, შენახვის პოლიტიკა და ძებნა — საოპერაციო და უსაფრთხოების ორივე მიზნისთვის.

ვრცლად
04

ინჟინერია

ქსელური, დატაცენტრის, ღრუბლოვანი და პროგრამული ინჟინერია — დიზაინიდან დანერგვამდე და ავტომატიზაციამდე.

ვრცლად
05

უსაფრთხოების ინჟინერია

კრიტიკული ინფრასტრუქტურის დაცვა: firewall არქიტექტურა, HA, სეგმენტაცია, IPsec და პოლიტიკების მართვა ლოგირებასთან ინტეგრირებული.

ვრცლად
07

პროგრამული უზრუნველყოფის შემუშავება

საოპერაციო პროგრამული უზრუნველყოფა, რომელსაც მზა პროდუქტი ვერ ცვლის: შიდა ინსტრუმენტები, ბილინგი და provisioning, კლიენტის პორტალები და ინტეგრაციები — დაწერილი იმ ინჟინრების მიერ, ვინც თვითონ ოპერირებს ქსელს.

ვრცლად
06

ქსელის ციფრული ასლი

თქვენი ქსელის ასლი ლაბორატორიაში: მიგრაციის, ავარიისა და rollback-ის ტესტირება პროდაქშენზე შეხების გარეშე.

ვრცლად
  • EVE-NG
  • IOS XR
  • Junos
  • RouterOS
  • FRR