01პრობლემა
ბაზარზე არსებული ჰოსტინგის შეთავაზებები თვიურ გადახდაზეა მიბმული და provisioning ხელით კეთდება — კლიენტი საათობით ელოდება სერვერს, რომელიც ერთი დღით სჭირდება.
datacenter-hosting
ვირტუალური სერვერების პლატფორმა საათობრივი ბილინგით, ავტომატური provisioning-ითა და საკუთარი მართვის პანელით.
media slot
case-gdkhost-cover
1920×823 · 21:9
ბაზარზე არსებული ჰოსტინგის შეთავაზებები თვიურ გადახდაზეა მიბმული და provisioning ხელით კეთდება — კლიენტი საათობით ელოდება სერვერს, რომელიც ერთი დღით სჭირდება.
საკუთარი დატაცენტრი საქართველოში, enterprise დონის აღჭურვილობით: Cisco, Juniper, HP, Dell, Arista. დაცული კვება და გაგრილება.
ბილინგი უნდა იყოს საათობრივი და წინასწარი გადახდის გარეშე; სერვერის შექმნა — წუთებში; ინფრასტრუქტურა — იმავე ჯგუფის ქსელზე.
KVM ვირტუალიზაცია RAID 10 SSD საცავზე, Intel Xeon Gold პლატფორმაზე. თითოეულ ვირტუალურ სერვერს გამოყოფილი IPv4 და 1 Gbps პორტი. მართვის პანელი — საკუთარი შემუშავებული.
Provisioning ავტომატიზებულია API-ს დონეზე: ტარიფის არჩევა, ბალანსის შევსება და სერვერის შექმნა ხდება მომხმარებლის მხრიდან, ოპერატორის ჩარევის გარეშე. მხარდაჭერილია Ubuntu, Debian, RockyLinux, AlmaLinux, ასევე OpenVPN და WireGuard შაბლონები.
პლატფორმა მუშაობს უწყვეტ რეჟიმში ტექნიკური მხარდაჭერით; ინფრასტრუქტურული მონიტორინგი და ესკალაცია იმავე პროცესებით მიმდინარეობს, რასაც კლიენტებს ვთავაზობთ.
საათობრივი ბილინგი და თვითმომსახურების provisioning — კლიენტი აღარ იხდის თვეს ერთი დღის სამუშაოსთვის.
გაზომილი შედეგები ამ ქეისისთვის ჯერ არ არის დადასტურებული, ამიტომ ციფრები არ ქვეყნდება.