საინფორმაციო უსაფრთხოება

თანამედროვე ტექნოლოგიების განვითარების და დანერგვის მასშტაბების გაზრდასთან ერთად გაიზარდა თანმხლები საფრთხეები. ყოველწლიურად იზრდება კიბერშეტევების რიცხვი და შესაბამისად იზრდება ზარალიც, რომელსაც ბიზნესები განიცდიან.

უსაფრთხოების უზრუნველყოფისათვის საჭიროა, როგორც ინფრასტრუქტურის დაცვის მექანიზმებისა და პოლიტიკების შემუშავება და დანერგვა ასევე პერსონალის ცნობიერების ამაღლება კიბერუსაფრთხოების მიმართულებით.

ჩვენ გთავაზობთ სერვისების ფართო არჩევანს საინფორმაციო უსაფრთხოების მიმართულებით, რომელიც დაგეხმარებათ დაიცვათ თქვენი ბიზნესი მზარდი საფრთხეებისა და თანამდევი ზარალისაგან.

ინფრასტრუქტურის უსაფრთხოება

ქსელური ინფრასტრუქტურის დაცვა

  • როუტერების, სვიჩების, Wi-Fi დაშვების წერტილების, კონტროლერების და ფაირვოლების უსაფრთხოება
  • მონაცემების გაჟონვის საწინააღმდეგო სისტემები

პროგრამული უზრუნველყოფის უსაფრთხოება

  • ანიტივირუსული გადაწყვეტილებები
  • პროგრამული უზრუნველყოფის განახლებების მონიტორინგი

მონაცემების დაცვა

  • მონაცემებზე და ინფრასტრუქტურაზე წვდომის კონტროლი
  • მონაცემების დაშიფრვა, როგორც საცავში ასევე მათი გადაცემისას ქსელში

სარეზერვო კოპირება და ავარიული აღდგენა

  • მონაცემების რეგლამენტირებული სარეზერვო კოპირება
  • ბუნებრივი, ტექნოგენური და სხვა ავარიული სიტუაციების შემთხვევაში, ინფრასტრუქტურის და მონაცემების აღდგენა

განათლება

  • კონსულტაციები კომპანიის მენეჯმენტისთვის
  • სასწავლო პროგრამები კომპანიის თანამშრომლებისთვის