IT Essentials 5.0  სასწავლო კურსი შექმნილია Cisco-ს ქსელური აკადემიის სტუდენტებისათვის,
რომლებიც სწავლობენ ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების მაღალ კლასებში, ტექნიკურ სასწავლებლებში,კოლეჯებსა და უნივერსიტეტებში, ასევე იმ ადამიანებისათვის, რომლებსაც გადაწყვეტილი აქვთ თავიანთი კარიერის დაწყება IT სფეროში.
Cisco-ს ქსელურ აკადემიაში კურსზე ჩასარიცხად რაიმე განსაკუთრებული წინაპირობა არ არსებობს.
კურსის ხელმძღვანელობა:
სასწავლო კურს გაუძღვებიან კომპანია Cisco-ს სერთიფიცირებული ინსტრუქტორები, რაც თავის მხრივ  უზრუნველყოფს სასწავლო კურსის საერთაშორისო სტანდარტების მოთხოვნების დაკმაყოფილებას.
კურსის შემადგენლობა:

  1. პერსონალური კომპიუტერის გაცნობა
  2. ლაბორატორიული სამუშაოები და უსაფრთხოება
  3. კომპიუტერის აწყობა
  4. კომპიუტერის მომსახურეობა და გაუმართაობების აღმოჩენა-აღმოფხვრა
  5. ოპერაციული სისტემები
  6. კომპიუტერული ქსელები
  7. პორტატული კომპიუტერები (ლეპტოპი-ნოუთბუქი)
  8. მობილური მოწყობილობები
  9. ქსერო-მაკოპირებელი სისტემები
  10. უსაფრთხოება
  11. IT პროფესიონალების უნარ-ჩვევები
  12. ტექნიკის გაუმართაობებისა და პრობლემების აღმოჩენა-გამართვა

სასწავლო კურსის ხანგრძლივობა:

კურსის ხანგრძლივობა შეადგენს 72 საათს, რომელიც დაყოფილია როგორც თეორიულ ასევე პრაქტიკულ ნაწილად და საერთო განმავლობა განისაზღვრება 3 თვით, კვირაში 6 საათი.
სასწავლო კურსის აღწერა:
კურსი მოიცავს კომპიუტერის აპარატული და პროგრამული უზრუნველყოფის საწყისებს, კომპიუტერული ქსელის აგებასა და კონფიგურირებას, კომპიუტერულ ტექნიკასთან მუშაობის უსაფრთხოების წესებსა და პარამეტრებს, ასევე IT სპეციალისტისათვის საჭირო უნარ-ჩვევების გამომუშავებას,როგორიცაა კლიენტებთან, თანამშრომლებსა და კოლეგებთან ურთიერთობის წესები, გუნდური მუშაობის პრინციპები,ლიდერის თვისებების გამოვლენა,ალტერნატიული გადაწყვეტილებების მიღება, პლანშეტური კომპიუტერებისა და ანდროიდ პლატფორმაზე მომუშავე მოწყობილობების მუშაობის პრინციპებს,მათი დაკონფიგურირების საწყისებს.
კურსის მიზანი და  კურსდამთავრებულების შესაძლებლობები:
კურსდამთავრებულ სტუდენტებს შეეძლებათ კომპიუტერის (პერსონალური და ნოუთბუქი) შიდა მოწყობილობების აღწერა, აპარატული შემადგენელი ნაწილების აწყობა-გამართვა,ოპერაციული სისტემების ინსტალაცია-კონფიგურირება, პერიფერიული მოწყობილობების (პრინტერი,სკანერი,მრავალფუნქციური ქსერო-მაკოპირებელი ტექნიკა)  მუშაობის პრინციპების ახსნა, მათი  დრაივერების ინსტალაცია და გაუმართაობების აღმოჩენა-გამართვა. კომპიუტერის გაუმართაობის შემთხვევაში სხვადასხვა დიაგნოსტიკური საშუალებებით  მიზეზის დადგენა და აღმოფხვრა.
კურსის უმნიშვნელოვანესი ელემენტია პრაქტიკული ლაბორატორიული სამუშაოები, რომლის განმავლობაშიც კურსის მსმენელებს საშუალება ექნებათ კომპანია Cisco-ს სხვადასხვა ქსელურ მოწყობილობებთან შეასრულონ დავალებები, დააკონფიგურირონ მარშუტიზაციისა და კომუტაციის პროტოკოლები,ასევე ქსელური სიმულატორების გამოყენებით ააგონ და მართონ ერთდონიანი და მრავალდონიანი კომპიუტერული ქსელი განსხვავებული ტოპოლოგიების მიხედვით.
საერთაშორისო სერტიფიკაციის სისტემა:
კურსზე ჩარიცხვის შემდეგ სტუდენტებს გაუაქტიურდებათ მომხმარებლის ანგარიშები Cisco-ს გლობალურ ქსელურ აკადემიაში, საიდანაც ისინი 24 საათიან რეჟიმში მიიღებენ წვდომას კურსის მასალებზე,ინტერაქტიულ ვიდეო გაკვეთილებსა თუ ლაბორატორიული დავალებების შესასრულებლად საჭირო მოწყობილობებზე. კურსის ყოველი ქვეთავის ათვისების  შემდეგ სტუდენტები ონლაინ რეჟიმში ჩააბარებენ შესაბამის ტესტებს, ხოლო კურსის დამთავრების შემდგომ ფინალური გამოცდის წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში ისინი მიიღებენ საერთაშორისო დონის ინდუსტრიულ სერთიფიკატებს, რომლებიც ვალიდური იქნება მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში.
სასწავლო კურსის ღირებულება:
სასწავლო კურსის IT Essentials 5.0  ღირებულება შეადგენს 300 (სამასი) ლარი ეროვნულ ვალუტაში