1. ლინუქსის ტიპის ოპერაციული სისტემები, Unix ტიპის იპერაციული სისტემების შექმნის ისტორია და განვითარება. Linux ოპერაციული სისტემის შედარება Windows-ის სისტემასთან.
  2. ლინუქს ოპერაციული სისტემების დისტრიბუტივები, მათი თავისებურებები და განმასხვავებელი ნიშნები. Suse, Ubuntu, Fedora, Debian და სხვები.  რა არის უბუნტუ? Ubuntu ლინუქსის სახეობები: Kubuntu, Xubuntu, Edubuntu, Ubuntu Gnome, პირველი შეხება ლინუქსთან — LiveCD/USB -ჩატვირთვა.
  3. Ubuntu-ს ინსტალაცია, მინიმალური სისტემური მოთხოვნების განსაზღვრა, root, swap, user დანაყოფები და ფაილური სისტემების შექმნა მყარ დისკზე, ინსტალაციის პარამეტრების მითითება, პროგრამული პაკეტების სიიდან საჭირო ვარიანტების შერჩევა და სხვა ინსტალაციის პროცედურები.
  4. უბუნტუს სამუშაო მაგიდა, მისი მიმოხილვა და პარამეტრების გამართვა. ვიზუალური ეფექტები და თემები. ფაილების მართვა მენეჯერის საშუალებით, ტექსტთან მუშაობა
  5. სტანდარტული პაკეტების მიმოხილვა: საოფისე ღია კოდის უფასო პროგრამა: LibreOffice და მისი შემადგენელი მოდულები, Calc, Impress, Writer, შედარება Microsoft-ის ანალოგურ პროდუქტებთან. საფოსტო სერვისი, Thunderbird, გამოსახულებასთან მუშაობა.

შუალედური ტესტირება 1

  1. პროგრამების ინსტალაცია ლინუქსში, პაკეტების მენეჯერი, პროგრამების განახლება.
  2. ლინუქსის ქსელური ფუნქციები, ქსელის პარამეტრების აღწერილობა და გამართვა.
  3. გარე მოწყობილობების ჩართვა Ubuntu ლინუქსში (პრინტერი სკანერი, კამერა და სხვა), დისპლეის  და ვიდეო დაფის პარამეტრები და მათი მორგება.
  4. მომხმარებლები ლინუქს სისტემაში, მათი უფლებების გაწერა და ნახვა, მომხმარებლების მოთავსება სხვადასხვა ჯგუფები, უფლებების ჯგუფური მინიჭება. საწყისი ადმინისტრაცია

10. შუალედური ტესტირება 2 

11. ბრძანებათა ზოლი – Terminal და მისი ძირითადი ბრძანებები. განხილული იქნება ფაილების კოპირების, გადატანის, ფაილების და დირექტორიების ჩამოთვლის, ფაილის შიგთავსის ნახვის, დირექტორიის შექმნა-წაშლის, დირექტორიებში გადაადგილების და სხვა ბრძანებები

12. სერვერული ფუნქციების მიმოხილვა, FTP – ფაილური სერვერი და მისი დანიშნულება,  პირველი ფაილური სერვერის ჩართვა და ამუშავება, მასზე ფაილების განთავსება.

13. Apache/NGINX, SQL  მონაცემთა ბაზის სერვერების მიმოხილვა და დანიშნულება. მოშორებული წვდომა Telnet, SSH პროტოკოლები, პროგრამა Putty-ს გამოყენება.

14. პროგრამირების შესაძლებლობები linux სისტემებში, Shell სკრიპტული პროგრამირება და მათში მცირე მაგალითების გამოყენება. Bash shell-ში მიკრო პროგრამების შექმნა.

საბოლოო ტესტირება.